Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

26/10/2024 21:28:40 პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - განაცხადა “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

„თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადებოდა 26 ოქტომბრისა და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისათვის, ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის. დღეს 27 ოქტომბერია უკვე და აქედან გამომდინარე მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი, პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა, უნდა ვაღიარო, დიახ, ჩვენ გვქონდა კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი ხალხის სიყვარული და დემოკრატია. ამის სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება, საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია.

"ჩემი ხმა": გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს მოქალაქეების ნებას, შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S