Accentnews.ge
"კოალიცია ცვლილებებისთვის": ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ!

"კოალიცია ცვლილებებისთვის": ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ!

26/10/2024 20:36:06 პოლიტიკა

ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ,- განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, არჩევნები არის მოპარული.

"ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და "ქართული ოცნება" აუცილებლად აგებს პასუხს, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება. "ქართულ ოცნებას" მოუწევს ოპოზიციის გამაჯვების აღიარება. გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მანთ მოპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად საუბარი. არ არის მარტივი. ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებულები არ ვიყავით და მხოლოდ გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა",- თქვა გვარამიამ ბრიფინგზე და დაამატა, რომ მოკვლევა გრძელდება, რადგან ეჭვობენ, რომ მხოლოდ ერთი სქემით არ მოხდა ზეგავლენის განხორციელება.

ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ გადაწყვეტილებების შესახებ მოგვიანებით გაკეთდება განცხადებები, თუმცა რაც "უალტერნატოვოა და გადახედვას არ ექვემდებარება, არის ის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები და ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში ვერ მოხდება. ეს არ არის რუსეთი, არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S