"ერთიანობა": არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს
26/10/2024 20:26:30 პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა "ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა, გამოაცხადა შედეგები, რომელიც არჩევნებს, რომ ოლიგარქმა მოპარა არჩევნები, მოპარა მომავალი ხალხს".
"ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად. ეს აჩვენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა სადაც დიდი უპირატესობთ გამოჩნდა პროევროპული პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები რომელიც აჩვენებს რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე", - თქვა პოლიტიკოსმა.
22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.


