Accentnews.ge
ცესკო-ს თავმჯდომარე: არჩევნები შედგა

ცესკო-ს თავმჯდომარე: არჩევნები შედგა

26/10/2024 18:05:03 პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილი თვლის, რომ არჩევნები შედგა.

"დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.

დამკვირვებლები დღის განმავლობაში არაერთ დარღვევაზე მიუთითებდნენ. კალანდარიშვილი ამბობს, რომ "სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მით უმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია".

"ამომრჩეველთა აქტივობამ და ის ფაქტი,მ რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს”, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 2201 (70.749%) საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს 5 პარტია ლახავს. ჯამში გახსნილი იყო 3111 უბანი.

საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 52.97% უჭერს მხარს, „კოალიცია ცვლილებებისთვის" - 11.208 % მიიღო, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“- 9,797 % აქვს, „ძლიერი საქართველო“ - 9,836%, „გახარია - საქართველოსთვისაა“ - 8.233%.

ჯერ არ არის დათვლილი საზღვარგარეთ გახსნილი უბნებიც.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა - ხმა მისცა 2 060 412 მოქალაქემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S