
"გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე, ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო"
10/02/2020 14:47:02 საშინაო პოლიტიკა
წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც უგულავას პატიმრობა მიესაჯა.
"ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით და რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიცია, სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კოსულტაციები, პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან. გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.