ორბანი: "ვულოცავ "ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის"
26/10/2024 16:49:42 პოლიტიკა
“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% მიიღო. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით ოპოზიცია იმარჯვებს.
ცესკოს წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოქვეყნდება.


