პრეზიდენტი - "ოცნების" ლიდერების განცხადებებზე: ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ნუ შეშინდებით, მიდით არჩევნებზე და დაელოდეთ შედეგებს
26/10/2024 15:16:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრების წინმსწრები განცხადებების შემდეგ, რომ იმარჯვებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეშინდნენ.
„არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ, მოვიგეთო...სცენას მართავენ... გავაგებინებენ, სპეცრაზმელები შევიდნენ მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ. ეს ყველაფერი ფსიქიოლოგიური ზეწოლაა თქვენზე და პასუხი რა არის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე? თვითდაჯერება, არჩევნებზე მისვლა და და დალოდება შედეგებისთვის [...]
მე, როგორც ევროპელი და როგორც ღირსეული ქართველი, დაველოდები შედეგებს. ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც თქვენს მიერ იქნება დადებული ქვეყნის მომავლისთვის“,- თქვა პრეზიდენტმა.
ამასთან რიგში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ 20:00 საათისთვისაც რიგში იქნებიან, როდესაც საარჩევნო უბნები იხურება, აქვთ ხმის მიცემის უფლება და ეს უნდა მოითხოვონ.


