Accentnews.ge
დამკვირვებლები ისანი-სამგორის რაიონში, N24 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების მობილიზების შესახებ იტყობინებიან [ვიდეო]

დამკვირვებლები ისანი-სამგორის რაიონში, N24 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების მობილიზების შესახებ იტყობინებიან [ვიდეო]

26/10/2024 15:02:05 პოლიტიკა, საზოგადოება

დამკვირვებელი ზვიად მჟავანაძე იტყობინება, რომ ისანი-სამგორის რაიონში, N 24 უბანზე უცნობი პირები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს და ვიდეოს აქვეყნებს.

"ისანი-სამგორის რაიონში, N24 საარჩევნო უბანზე ე.წ. ტიტუშკები საარჩევნო პროცეს ხელს უშლიან. ისინი გამოირჩევიან აგრესიული დამოკიდებულებით დამკვირვებლებისა და იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც მათთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებს".

მისივე ინფორმაციით, "ადგილზე იმყოფებიან პოლიციელებიც, თუმცა არაუფლებამოსილი პირების გასაძევებლად და წესრიგის დასაცავად რაიმე ქმედების განხორციელებისგან თავს იკავებენ".

"დააკვირდი"-ს სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს სამართალდამცავებს:

  • უზრუნველყოფილ იქნეს საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ჩატარება;
  • დაუყოვნებლი იქნენ არაუფლებამოსილი პირები გაძევებულნი საარჩევნო უბნიდან;
  • დაიწყოს გამოძიება იმ პირთა ვინაობის დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად, ვინც უკანონო ზემოქმედებას ახდენს არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ნებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S