ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირება იყო
26/10/2024 14:18:29 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, დაპირისპირება იყო.
რამდენიმე მანქანით მივიდნენ ოფისთან უცნობი პირები - ენმ-ის წარმომადგენლების ცნობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები - და მოხდა დაპირისპირება.
იტყობინებიან, რომ მათ ოფისის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. წინააღმდეგობის და დაპირისპირების შემდეგ მათ სწრაფად, შეძახილებით დატოვეს ტერიტორია.
„მოვდნენ „ტიტუშკები“ და დებოში მოაწყვეს“,- ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი წევრი.


