„ოცნებამ“ სამხრეთ კორეასა და ჩინეთშიც წააგო
26/10/2024 14:14:12 პოლიტიკა
სამხრეთ კორეაში სეულში გახსნილ უბანზე 53 ხმა შევიდა. აქედან "ქართულმა ოცნებამ" 2 ხმა მიიღო (4%)
53 ამომრჩევლიდან „ოცნებას“ მხარი დაუჭირა მხოლოდ 2-მა ამომრჩეველმა (3,77%). 18 ხმა მიიღო „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2, „ძლიერი საქართველოსთვის“ – 15, „გახარია საქართველოსთვის“ – 9. 4-მა ამომრჩეველმა მხარი „გირჩს“ დაუჭირა.
თითო-თითო ხმა მიიღეს „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.
რაც შეეხება ჩინეთს, გახსნილ უბანზე მისული 57 ამომრჩევლიდან „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 10 ხმა.
„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მიიღო 14 ხმა, „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4, „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10, „გახარია საქართველოსთვის“ – 8 ხმა. 4 ხმა მიიღო „გირჩმა“.


