
ძალადობა, ზეწოლა, მარკირების წესის, ხმის ფარულობის დარღვევა, არაუფლებამოსი პირების უბნებზე ყოფნა - "ჩემი ხმა" გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
26/10/2024 13:37:47 პოლიტიკა, საზოგადოება
დამკვირვებელთა კოალიციის "ჩემი ხმის" წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრა.
„16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. „ჩემი ხმას“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ - განაცხადა თოლორაიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური თანხლებით მიმდინარეობს.
თოლორაიას თქმით, საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია ასევე გამოიკვეთა სამეგრელოსა და თბილისში.