Accentnews.ge
პრეზიდენტი ამბობს, რომ შს მინისტრს ვერ უკავშირდება

პრეზიდენტი ამბობს, რომ შს მინისტრს ვერ უკავშირდება

26/10/2024 11:46:23 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნებზე ძალადობის ფაქტებს ეხმიანება და შს მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მინისტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

"მინდა, აღვნიშნო ძალადობის ძალიან ცუდი ფაქტები, რაც ხდება სხვადასხვა უბნებზე. ჯგუფები არიან შეკრებილი, რომელთა ერთადერთი მიზანია, მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე. ეს არის სისუტის მაჩვენებელი.

მივმართავ მინისტრ გომელაურს - რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ ვუკავშირდები, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს - რეაგირება პოლიციის იყოს უფრო სწრაფი, ეფექტური, არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამგვარი დაძაბულობა. ეს ჩვენ არ გვეკადრება",- თქვა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა:

"ძალიან მაღალი აქტივობა, ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს. ველოდებით მაღალ აქტივობას დღის მეორე ნახევარშიც. არაჩვეულებრივი აქტოვობაა საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ პირობები რთულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S