ცესკო–მ მარნეულის #69 უბნის მონაცემები, სადაც ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოაცხადა
26/10/2024 11:18:14 პოლიტიკა
საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი, - ამის შესახებ ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა.
„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის [მარნეულის #69 უბნის] მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. ჩვენ როგორც სოც.ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეო, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, ამის დადგენა შეგვიძლია და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. “, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.


