Accentnews.ge
გლდანში, #60 უბანთან ფიზიკური ძალადობა იყო, ამჟამადაც დაძაბულია ვითარება

გლდანში, #60 უბანთან ფიზიკური ძალადობა იყო, ამჟამადაც დაძაბულია ვითარება

26/10/2024 11:14:16 პოლიტიკა

თბილისში, გლდანში, #60 უბანთან პერიოდულად იძაბება ვითარება. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდებს.

არსებული ინფორმაციით, პიურთა ჯგუფი, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდამჭერებად პოზიციონირებენ, დაუპიტრისპირდნენ ოპოზიციის დამკვირვებლებს, ასევე მოქალაქეებს.

„სუსის გამოძგზავნილი აგენტები კომისიას არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. ამომრჩეველს ხელს უშლიან. როდესაც მივუთითებთ, კომისიის წევრები გაჰყავთ. კომისიის თავმჯდომარე ხელს უწყობს ამაში. ამ უბანს ხელისუფლება აგებს და ცდილობენ, ჩაშალონ“,- ამბობს ერთ-ერთი დამკვირვებელი ოპოზიციიდან.

ენმ-ის წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის მისვლის შემდეგაც კიდევ ერთხელ დაიძაბა ვითარება, თქვა, ტომ „ტიტუშკა“ მომაგრებულია ამ უბნებზე, წლებია. ეს ადამიანი დილიდან ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფებებს და არ მოხდა მისი გაძევება“.

ამჟამადაც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე პოლიცია მივიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S