
კენჭიაშვილი საარჩევნო უბანთან მასზე ძალადობის მცდელობაზე საუბრობს
26/10/2024 10:49:38 საზოგადოება
სალომე კენჭიაშვილი, რომელსაც ფართო საზოგადოება „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებიდან იცნობს როგორც „წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგონას“, ყვება, რომ საარჩევნო უბანთან მასზე ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, ნაძალადევის #23 და #24 უბნებთან სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც სპეციალური სიებით არიან აღჭურვილი.
მან ერთ-ერთ პირთან გასაუბრება სცადა - დაინტერესდა რიგში იდგა თუ დამკვირვებელი იყო. პასუხად მიიღო „შენი საქმე არ არის“.
ამის შემდეგ კენჭიაშვილმა გადაწყვიტა ვიდეოს გადაღება, რადგან პირი უბანთან იდგა დისტანციაზე, რაც ნებადართული არაა.
„ჯერ ტელეფონის წართმევა სცადა, შემდეგ შემეხო ფიზიკურად და ხელი მკრა“,- ამბობს კენჭიაშვილი.