Accentnews.ge
OSCE PA–ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში"

OSCE PA–ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში"

26/10/2024 08:32:14 პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ და ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი მეორე საარჩევნო უბანი მოინახულეს და ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესს დააკვირდნენ.

პია კაუმამ, რომელიც არჩევნებს საქართველოში 2020 წელსაც აკვირდებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნების მთავარი განმასხვავებელი მისი ელექტრონული ხასიათია.

„ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში არჩევნების დღეს და ისინი მისცემენ ხმას ზეწოლის გარეშე“, - ამბობს კაუმა.

პასკალ ალიზარდის თქმით, უეთოს სადამკვირვებლო ჯგუფი უბნების 50-60%-ს დააკვირდება.

სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას ჟურნალისტებს ხვალ გააცნობს.

„ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ ვითარებას, ვაკვირდებით უშუალოდ საარჩევნო პროცესს და ხვალ გვექნება შეფასება“, -განაცხადა მან.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S