
ჭყონია: ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნმეთ, ჩვენი მომავალი გაურკვეველია
26/10/2024 08:31:18 პოლიტიკა, საზოგადოება
ბიზნესმენი თემურ ჭყონია შვილთან - სოფო ჭყონიასთან ერთად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.
ხმის მიცემის შემდეგ თემურ ჭყონიამ საკუთარი მოლოდინები გაუზიარა ჟურნალისტებს: „მოლოდინი მაქვს იმის, რომ დღეს საქართველო გაიმარჯცებს“.
„დღეს აუცილებლად უნდა ვიზიაროთ“,- თქვა სოფო ჭყონიამ.
თემურ ჭყონიამ მოქალაქეებს შეახსენა, რომ „თითოეული ამომრჩეველი დღეს ქვეყნის მმართველია. მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება, იმიჯი“.
„მთელი მსოფლიო უყურებს დღეს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რა ქვეყანა ვართ ჩვენ, არათუ მომავალი“.
მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მოქალაქეები.
„ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მომავალს, ევროპას, სტაბოლურობას, კოალიციურ მმართველობას, ახალი მმართველობის სისტემას. ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნმეთ, ჩვენი მომავალი გაურკვეველია. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ“,- დასძინა ჭყონიამ.