Accentnews.ge
"ბევრი რამ გადაწყდება დღეს"- ლაშა ბუღაძე არჩევნებს აკვირდება

"ბევრი რამ გადაწყდება დღეს"- ლაშა ბუღაძე არჩევნებს აკვირდება

26/10/2024 07:36:26 პოლიტიკა, საზოგადოება

დღევანდელი დეღე ისტორიულია. ბევრი რამ გადაწყდება დღეს,- ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხალისე დამკვირვებელია.

„ამ უბანზე ძალიან მშვიდობიანად მიდის ჯერ-ჯერობით პროვესი. აქტივობაც არის“,- თქვა ბუღაძემ.

ის მნიშვნელოვანს უწოდებს მოქალაქეების აქტივობას.

„მოქალაქეები თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ხმის მიცემის თვალსაზრისით, არამედ ერთვებიან პროცესში, როგორც დამკვირვებლები“,- ამბობს ბუღაძე.

მისი თქმით, ეს გაზაფხულის მოვლენების გაგრძელებაა: „გრძელდება სამოქალაქო პროცესის, ეს არ არის საპროტესტო პროცესი, მაგრამ არის სამოქალაქო, რომელიც გულისხმობს ხმების დაცვას. საქართველო უნდა იყოს ევროპაში და არა რუსეთში“.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S