ხაზარაძე: ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას, მოლოდინი ოპტიმისტური მაქვს
26/10/2024 07:08:57 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ზახარაძემ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.
"მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როდესაც ნამდვილი რეფორმები დაიწყება, ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ჩემი მოლიდინი ძალიან ოპტიმისტურია. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ემიგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული ჟურნალისტებით და ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველას მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ",- თქვა ზახარაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები პირველად ირჩევენ დეპუტატებს სრულად პროპორციული წესით.


