Accentnews.ge
კობახიძე: "მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე"

კობახიძე: "მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-იანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე"

26/10/2024 04:56:40 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, აღიარონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩვენების შედეგები. ამის შესახებ მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 %-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. [...] ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები. მოვუწოდებ ოპოზიციას, შეეგუეს და აღიაროს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩვენების შედეგები", – განაცხადა მან.

მისი თქმით, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" 2012 წლის შემდეგ რეკორდული მხარდაჭერა აქვს".

იგი კვლავ იმეორებს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 60% მმართველი პარტიის მხარდამჭერია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას, პრემიერმა შემდეგი აღნიშნა:

"ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლების შედეგები. მარტო "გორბის" შედეგებს არ ვგულისხმობთ. ასევე არსებობს კარდაკარის შედეგები".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ეს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები".

პრემიერის მტკიცებით, "ოცნებას" მილიონზე მეტი ხმა ექნება":

"ჩვენი რეიტინგი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი წინა არჩევნების შემდეგ".

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S