
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული $40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
25/10/2024 14:35:45 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული $40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.86 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9442 ლარი გახდა.
დღეს ეროვნულმა ბანკმა ჯერ გაავრცელა ინფორმაცია 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარის ოფიციალური კურსის შესახებ და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც წესი, სავალუტო აუქციონზე გაყიდული დოლარის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ლარის ოფიცილაური კურსის გამოცხადებამდე ავრცელებს ხოლმე.