Accentnews.ge
TDI: "ოცნება" წინასაარჩევნო მანიპულაციებში ცენტრალურ საკითხად ეკლესიას იყენებს"

TDI: "ოცნება" წინასაარჩევნო მანიპულაციებში ცენტრალურ საკითხად ეკლესიას იყენებს"

25/10/2024 11:30:44 საზოგადოება

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტიმა(TDI) წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და სეკულარობის კუთხით არსებული გარემო შეაფასა.

ორგანიზაციის ცნობით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მანიპულაციებში ცენტრალურ საკითხად ეკლესიას იყენებს".

"წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” აქტიურად მიმართავენ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელშიც ცენტრალურ საკითხად მართლმადიდებელი ეკლესიის, “ღირებულებების” და “ტრადიციების” დაცვაა წამოწეული.

➢ მმართველი პარტია წინასაარჩევნო ბანერებით და ვიდეორგოლებით მანიპულირებს რელიგიით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილი უკრაინის კადრებით კი ამომრჩეველს მიანიშნებს, რომ ოპოზიციური სუბიექტების არჩევა მოიტანს ომსა და ეკლესიების ნგრევას.

➢ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მმართველი პარტია აგრძელებს ეკლესიისა და მართლმადიდებლობის თემებით სპეკულირებას და საარჩევნო დაპირებად აცხადებს კონსტიტუციაში “მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის” ასახვას.

➢ მმართველი პარტია ეკლესიისა და “სარწმუნოების დაცვის” არგუმენტით უფლებადამცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და დასავლელ პარტნიორებს წარმოაჩენს როგორც დასავლურ 4 “აგენტურას” და იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ეკლესიასთან მებრძოლები”, “ეკლესიის მაგინებლები”, "ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, რადიკალი დაჯგუფებები” და სხვა.

➢ მმართველი პარტიის და ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად სტუმრობენ ეკლესია-მონასტრებს და საჯაროდ ჩნდებიან მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად.

➢ მიმდინარე წლის მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში, მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 11,062 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა-ნაგებობები საკუთრების, ხოლო 217,008 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები 99 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა.

➢ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებში ჩანს სახელისუფლებო პარტიის და მისი პროპაგანდისტული, ანტიდემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერა. მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების ნაწილი, ხელისუფლების მხარდაჭერასთან ერთად, ავრცელებენ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებებს.

➢ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიამ და ჯგუფებმა, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ქსენოფობია და არმენოფობია გაააქტიურეს. არმენოფობიური კამპანია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა", – აცხადებენ TDI–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S