Accentnews.ge
ქალი დროშით: მაშინაც რადიკალებს გვეძახდნენ ახალგაზრდებს, ცვლილებების დროა!

ქალი დროშით: მაშინაც რადიკალებს გვეძახდნენ ახალგაზრდებს, ცვლილებების დროა!

25/10/2024 11:18:19 საზოგადოება

ნანა მახარაძე, რომელსაც ფართო საზოგადოება 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული ცნობილი ფოტოდან იცნობს, ცვლილებების მოლოდინშია.

"იმ პერიოდში როდესაც მშობელი მეკითხებოდა, "რას აპირებთ, რა იქნება", 19 წლის გოგო ვამბობდი, "ჩვენ მსოფლიოს შევცვლით!". დღეს, როდესაც მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, ჩვენ მათ დავუმტკიცებთ, რომ ძალა ერთობაშია! მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ყველაფერს. ცვლილებების დროა და ეს აუცილებლად მოხდება. [...]

მაშინაც ახალგაზრდები ვდექით იქ, მაშინაც რადიკალებს გვეძახდნენ. დღეს ამ ფერად ახალგაზრდებს ეძახიან რადიკალებს. სწორედ ისინი გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის მომავალს - მომავალი არის ახალგაზრდების",- ამბობს მახარაძე.ის სხვა მოხალისეებთან ერთად არის ჩართული აქტივობებში, რომლებიც მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნამდე მისვლაში დახმარებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S