Accentnews.ge
დღეს თბილისში სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს

დღეს თბილისში სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს

25/10/2024 06:33:27 საზოგადოება

სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათიდან დაიწყება.

"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S