Accentnews.ge
პრეზიდენტი - პრემიერობის კანდიდატზე: არსებობს საკონსტიტუციო ვადები და მას უნდა დავემორჩილოთ

პრეზიდენტი - პრემიერობის კანდიდატზე: არსებობს საკონსტიტუციო ვადები და მას უნდა დავემორჩილოთ

24/10/2024 16:37:30 პოლიტიკა

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რა ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა, ამას უნდა დავემორჩილოთ,- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მას აქვს მოლოდინი, რომ "რთული იქნება, საუბრები იქნება", თუმცა აქვე გაიხსენა, რომ "ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში".

მან გაიმეორა, რომ ოთხი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ხედვა გაითვალისწინა არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით:

„ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით...

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S