Accentnews.ge
პრეზიდენტი - ჩხრეკებზე: ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც აღარ მუშაობს!

პრეზიდენტი - ჩხრეკებზე: ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც აღარ მუშაობს!

24/10/2024 16:29:46 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევრების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს ფსიქოლოგიური მანიპულაცია უწოდა.

"ეს არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში - ვიცით რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშიდეთ. ეს არის მხოლოდ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორც თვითონ ფიქრობს. ამიტომ, ეს ყველაფერი მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ ყველაფრში, ვფიქრობ, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს",- თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს:

"გადასვლა იმ ახალ ეტაპზე - კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულზე და ჩვენი ახალი პოლტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს მომავალში, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა გაგალითად, აქციებზე ძალით თუ ხვეწნით. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუმნებული ვარ, ჩაბარდება!".

ამერიკული კომპანიის „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. არალელურად ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

ფულის გათეთრება;თაღლითობა;გადასახადებისგან თავის არიდება.ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დილით ჩატარებული ჩხრეკები "ქოლცენტრებს" დაუკავშირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S