Accentnews.ge
იანვარში მგზავრთნაკადი თბილისის გარდა, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა

იანვარში მგზავრთნაკადი თბილისის გარდა, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა

10/02/2020 08:06:39 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც 3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2019 წელი 324,552 მგზავრი) შედარებით.

მისივე ცნობით, იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა (-16%), ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, გასულ თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა. რაც 38%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S