Accentnews.ge
ჯო უილსონი: 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის

ჯო უილსონი: 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის

24/10/2024 14:35:47 პოლიტიკა

26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელმა თავმჯდომარე ჯო უილსონმა ვიდეომიმართვაში.

"ქართველი ხალხი მკაფიოა - მათ სურთ, მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, ეძიონ უფრო ახლო კავშირები ევროპის დინამიურ ქვეყნებთან, სურთ კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს, წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას",- ამბობს კონგრესმენი და განაგრძობს, რომ "საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში".

"ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S