
"ანტლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევრების გამოკითხვა გადაიდო
24/10/2024 13:35:30 საზოგადოება
"ანტლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევრების გამოკითხვა, რომელიც დღეს და ხვალ დილით უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ადვოკატმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.
ადვოკატმა თქვა, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათ საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს.
"შეგვატყობინეს, რომ დღეს და ხვალ დილისთვის ჩანიშნული გამოკითხვები გაუქმებულია და სავარაუდოდ, შეგვეხმიანებიან მომდევნო კვირაში მას შემდეგ, რაც დადგინდება თარიღი",- თქვა ადვოკატმა.
ამერიკული კომპანიის „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. არალელურად ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში.
გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:
ფულის გათეთრება;თაღლითობა;გადასახადებისგან თავის არიდება.ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ უცნობია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დილით ჩატარებული ჩხრეკები "ქოლცენტრებს" დაუკავშირა.