Accentnews.ge
რესპუბლიკურის დირექტორი: მივიღეთ საქმიანობის ნებართვა

რესპუბლიკურის დირექტორი: მივიღეთ საქმიანობის ნებართვა

24/10/2024 12:51:36 საზოგადოება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკა "უახლოეს დღეებში" სრულად განაახლებს მუშაობას.

„მივიღეთ საქმიანობის ნებართვა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება, იმ მასშტაბით, რითაც კლინიკა ფუნქციონირებდა",- თქვა მან.

რაც შეეხება კადრების დაკომპლექტებას, მისი თქმით, "შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი დასრულებულია".

"ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს. საერთო ჯამში, 600-მდე თანამშრომელია“,- დასძინა მან.

ჯანდაცვის მინისტრისა და ჟურნალისტების კომუნიკაციისას გაირკვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია. ინფორმაციისთვის: 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ.

„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ დაწყებული არ გახლავთ, ცოტა სხვა სტატუსი ჰქონდა დაწესებულებას. სანამ კონცეფციის წარდგენა არ მოხდებოდა, ძალიან ძნელი იქნებოდა აკრედიტაციის წარდგენაზე საუბარი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

მანამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმის შესახებ გაიმართა პრეზენტაცია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

"ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს.

სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე - კლინიკური თუ პათომორფოლოგიური ლაბორატორიები.

გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები.

კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას. სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე, გაიხსნება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

ასევე, კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 42 000 კვ.მ გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონას.

შედეგად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, სადაც პაციენტები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღებენ”,- აღნიშნავენ სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S