
რუსეთის კურსკის ოლქის გათავისუფლებას ჩრდილოეთკორეული სპეცრაზმი ეცდება
24/10/2024 09:46:58 მსოფლიო
შორეულ აღმოსავლეთში, რუსეთის სამხედრო ბაზებზე ასობით ჩრდილოეთკორეები სამხედრო დააფიქსირეს. ისინი იმ 10-12 000-იანი კონტინგენტის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც უახლოეს ხანებში რუსეთის კურსკის ოლქის უკრაინული ძალებისგან გათავისუფლების ოპერაციაში შეიძლება, ჩაებას, - იუწყება Financial Times.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, კიმ ჩენ ინმა უკვე გაუგზავნა პუტინს 3000 ჩრდილოეთკორეები სამხედრო, რომელიც ამჟამად რუსულ ბაზებზე მომზადებას გადის. მათ დაურიგდათ რუსული სამხედრო ფორმა და საბუთები, რომლებშიც ვითომდა რუსეთის ბურიატიისა და იაკუტიის ოლქების მკვიდრებად არიან წარმოჩენილები.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი გამუდმებით ცდილობს, "რუსსკი მირისთვის" ომში კუბის, ნეპალის, იემენის, შრი-ლანკისა და სხვა ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები შეიტყუოს, სწორედ ჩრდილოეთკორეელები დააკომპლექტებენ უცხოური ჯარების იმ პირველ რეგულარულ ქვედანაყოფებს, რომლებიც უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს ბრძოლებში ჩაერთვებიან" - წერს გამოცემა და იქვე დასძენს, რომ კიმ ჩენ ინის მე-11 არმიის ელიტური ქვედანაყოფის წევრებს პირველ რიგში, კურსკის ოლქში გადაისვრიან, რომლის უკრაინელებისგან გათავისუფლებას რუსული ჯარი უკვე მესამე თვეა, ვერ ახერხებს.
ცნობისთვის: რუსულმა სახელმწიფო სათათბირომ დღეს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.