კობახიძე: "საქართველოში რუსეთს არ აქვს გავლენა"
24/10/2024 09:34:57 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "რუსეთი ვერ შეძლებს, არსებითად, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს დაგეგმილ არჩევნებზე".
მისი მტკიცებით, "საქართველოში რუსეთს არ აქვს გავლენა".
"არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე: მოსკოვი "ოცნების" მხარდაჭერას აღარ მალავს და მის მსგავსად, დასავლეთს "გადატრიალების მზადებაში" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს
ცნობისთვის: რუსეთს არაერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ ადანაშაულებს არჩევნებში ჩარევაში. 22 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს "ყოველთვის ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი არა მხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.


