ჰელსინკის კომისია: "უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ მიერ არჩეული გზა"
23/10/2024 18:37:38 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ "უნდა გააგრძელონ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ მიერ არჩეული გზა".
"მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ "MEGOBARI აქტი" წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".
"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
MEGOBARI Act–ის ძირითადი დებულებებია:
- „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
- დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება;
- ანგარიშის წარდგენა და სანქციები;
- დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
- ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;
ამავე თემაზე: რა სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI Act
.


