Accentnews.ge
გახარია: გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, თუ ივანიშვილს ჰგონია, დაგვაშინებს, ძალიან ცდება

გახარია: გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, თუ ივანიშვილს ჰგონია, დაგვაშინებს, ძალიან ცდება

23/10/2024 17:17:59 პოლიტიკა

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ მის თანაგულდელ ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ.

იგი მომხდარს “ოცნების“ ორგანიზებულს" უწოდებს.

"რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის "მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!", – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, "პოლიტიკოსი ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიდოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა". შემთხვევა მეტროპოლიტენში მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S