ივანიშვილი: თქვენი შემხედვარე, მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ყველაფერს დავალაგებთ
23/10/2024 16:53:31 პოლიტიკა
"26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე. თქვენი შემხედვარე, მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს! მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!", – აასე მიმართა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას.
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში აქცია გამართა.


