
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა
23/10/2024 12:52:00 საზოგადოება
წალენჯიხის მერიის ცნობით, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ზედა საჩინოში, სახელმწიფოერბრივი დანიშნულების გზაზე ტრაგედია მოხდა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა, მშობელს კი სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
მძღოლმა თვითდაზიანება გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიიყენა, ის გადაყვანილია საავადმყოფოში.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.