Accentnews.ge
როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით

როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით

23/10/2024 08:09:51 პოლიტიკა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრიტანულმა კომპანია SAVANTA -მ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, – იუწყება ტელეარხი.

კითხვაზე, "დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას?"

  • ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 19.%
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 16%
  • ძლიერი საქართველო - 9%
  • გახარია საქართველოსთვის - 8%
  • გირჩი - 3%
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
  • სხვა - 5%

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1520 ადამიანი.

კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,51%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვებზე პასუხი, ან ვერ მოხერხდა გამოკითხვა, შეადგენს 19%-ს, შესაბამისად გამოპასუხების სიხშირე არის 81% (1520 ადამიანი).

საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე შუალედში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S