Accentnews.ge
ჩეხი ჟურნალისტი: საქართველოში არ შემომიშვეს

ჩეხი ჟურნალისტი: საქართველოში არ შემომიშვეს

23/10/2024 07:50:27 საზოგადოება

ჩეხი ჟურნალსიტი რეი ბეისლი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მოგესალმებით ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს მიუღებელია. ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დახმარება მომწერეთ", – წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა "სტუდია მონიტორს" მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S