
2019 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა
07/02/2020 15:06:14 საგარეო პოლიტიკა
2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ ევროკავშირის მეოთხე ანგარიშშია ნათქვამი.
„2019 წელს მათი რიცხვი ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნი უცხოელების რაოდენობას შორის ერთ-ერთი წამყვანი იყო. უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობა კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს ამ მიმართულებით ძალისხმევაში დაეხმაროს“, – ნათქვამია ანგარიშში.