
„2020 წლის არჩევნები ყველა აქტორისთვის თანაბარ პირობებში, პლურალისტურ მედიაგარემოში უნდა ჩატარდეს“
07/02/2020 14:19:57 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ორგანიზაცია მოელის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ყველა აქტორისთვის თანაბარი პირობების დაცვით, პლურალისტურ მედიაგარემოში ჩატარდება.
„საქართველოში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწენებით, მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით, პლურალისტურ მედიაგარემოში ჩატარდება“, – განაცხადა ბორელმა.