Accentnews.ge
ივანიშვილმა აშშ–ის ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ  დააანონსა

ივანიშვილმა აშშ–ის ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ დააანონსა

21/10/2024 17:57:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ აშშ–ის ელჩთან შეხვედრა არჩევნების შემდეგ დააანონსა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რობინ დანიგანთან შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.

„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა "კრედიტ სუისმა", მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S