ივანიშვილი: "განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს რასაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით"
21/10/2024 17:13:24 პოლიტიკა
"განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ - მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით - მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული. [საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო",, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დასავლური სტრუქტურები და დასავლელი ლიდერები ბოლო პერიოდში აკრიტიკებენ. ოპონენტები და დასავლელი ლიდერები მმართველ პარტიას ევროპული გზდან გადახვევაში ადანაშაულებენ.


