Accentnews.ge
ევროკავშირის მიერ 48,85 მლნ ევროთი დაფინასებული პროგრამის "განათლება დასაქმებისთვის“ ხელშესახები შედეგები

ევროკავშირის მიერ 48,85 მლნ ევროთი დაფინასებული პროგრამის "განათლება დასაქმებისთვის“ ხელშესახები შედეგები

21/10/2024 08:49:39 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ 48,85 მლნ ევროთი დაფინასებულმა პროგრამამ "განათლება დასაქმებისთვის“ მოიტანა.

"48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“ 2019 წლიდან ხელი შეუწყო უნარების განვითარებას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას საქართველოში, საბიუჯეტო მხარდაჭერის, გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით.

მთავარი მიღწევები:

  • 10%-ზე მეტით გაიზარდა პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული ახალგაზრდების რაოდენობა;
  • 50%-ით გაიზარდა გადამზადებული სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი;
  • 20%-ზე მეტით გაიზარდა სპეციალური საჭიროების მქონე პროფესიული განათლების სტუდენტთა რაოდენობა;
  • 6500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა საბაზისო უნარებში საგრანტო პროექტების დახმარებით;
  • ჩატარდა ათობით დასაქმების ფორუმები და ასობით ტრენინგი", – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "სექტორული რეფორმების, ტრენინგ ცენტრებისა და დასაქმების სერვისების მხარდაჭერით, ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში".

"ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საჯარო უწყებებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომის ბაზრის გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით, სამართლიანი შრომითი პოლიტიკის დანერგვითა და მეწარმეების გადამზადების ხელშეწყობის გზით. სამუშაო ადგილების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებს ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, ევროკავშირი ორიენტირებულია დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების გამოვლენის სერვისების რეფორმირებაზე და განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნაზე საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდებზე, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე", – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S