Accentnews.ge
"ჩემი ხმა": არჩევნებს 1800 ადამიანი დააკვირდება

"ჩემი ხმა": არჩევნებს 1800 ადამიანი დააკვირდება

21/10/2024 07:22:55 პოლიტიკა, საზოგადოება

სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დაასრულა დამკვირვებელთა რეგისტრაცია.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა 4200 ადამიანი, რომელთაგან არჩევნებს 1800 დააკვირდება.

მისიის წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას ცნობით, მათ ჩაუტარდათ 50-მდე ტრენინგი და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

მისივე ინფორმაციით, "ჩემი ხმის" დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს ყველა საარჩევნო ოლქში დააკვირდებიან.

„ჩვენი დამკვირვებლები და მობილური ჯგუფები არჩევნებს დააკვირდებიან ყველა საარჩევნო ოლქში. ჩვენ კოორდინირებული ვართ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვა. აქვე, დავაანონსებთ რომ 25 ოქტომბერს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს“, - თქვა თოლორაიამ.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში მოემსახურება 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილია 3 044 უბანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S