Accentnews.ge
საქართველოში ნახევარი მილიონი მოქალაქე საბანკო სესხების გადახდას ვერ ახერხებს

საქართველოში ნახევარი მილიონი მოქალაქე საბანკო სესხების გადახდას ვერ ახერხებს

06/02/2020 12:26:41 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკიდან დოკუმენტაციამ გამოჟონა, რომლის თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საბანკო სესხების გადახდას ვერ ახერხებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 2018 წელს სესხს უპრობლემოდ იხდიდა, 2019 წელს ვადებულებებს ვეღარ ასრულებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადასტურებს დოკუმენტაციის ნამდვილობას და იმასაც, რომ 1 800 000 ადამიანიდან 500 000 საბანკო სესხის დაფარვას ვერ ახერხებს, ხოლო 111 000-ს სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ბოლო ერთ წელწადში შეექმნა.

ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ შექმინილი მდგომარეობა იმ არასწორი ეკონომიკური სისტემის გამოძახილია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს.

ექსპერტ გიორგი კეპულაძის თქმით, 2019 წლის ბოლოს ყოველ მეოთხე მსესხებელს ვადაგადაცილება ჰქონდა.

''იმისთვის, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, უნდა ვერბრძოლოთ მიზეზს. მთვარი მიზეზი კი სიღარიბეა და გაჭირვება, თორემ ნამდვილად არავის ეხალისება ვალის აღება და მისი ვერგადახდა“ - ამბობს კეპულაძე.

ექსპერტ ირაკლი ყიფიანის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა:

''ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომელთაც წინა წელს დავალიანება არ უფქისრდებოდათ, დღეს გადახდის პრობლემა აქვთ, ნიშნავს, რომ ან მსესხებლების კონკრეტულ ბიზნესს აქვს პრობლემა, ან სადაც მუშაობენ, მათი სამსახურის განვითარების ტემპია შენელებული. საბოლოო ჯამში, ეს უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიურ მდგომარეობას“.

ფინანსთა მინსიტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით კი, „თუ მოქალაქეს რაიმე ტიპის ვალი უგროვდება, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი":

„თუ ვალები გროვდება, ან ვინმე არ იხდის - ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 2 წელია, 5 %-ით იზრდება, ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში. დაკრედიტების წესები გაცილებით უფრო ცივილიზებული და მიახლოებულია ევროპასთან. შესაბამისად, თუ დღეს ვიღაცას რაიმე ტიპის ვალი უგროვდება ან ვერ იხდის, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და თუ ეს არის ინდიკატორი გაურესების, ცდებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იყო, საქართველოს მთავრობამ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის დაპირება გასცა. როგორც „ოცნების“ ხელისუფლება აცხადებდა, "ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია". ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილება არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ „ხმების ყიდვის ფაქტად“ შეაფასეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S