ზურაბიშვილი - სანდუს: "იმედი მაქვს, შენი და ევროპის რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება"
20/10/2024 16:38:03 პოლიტიკა
"მინდა, მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება - ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!",, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს მაია სანდუს თბილისში მიმდინარე მარშზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის: თბილისში, თავისუფლების მოედანზე მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მიმდინარეობს.


