
თბილისში მიმდინარე ევროპულ მარშს ბაიკერები შეუერთდნენ
20/10/2024 14:24:05 საზოგადოება
თბილისში მიმდინარე მარშს სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" ბაიკერები შეუერთდნენ.
ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
მათ თან აქვთ ევროკავშირის დროშები, ბანერი წარწერით - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" და ევროკავშირის მხარდამჭერი სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.
მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მიყვებიან.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.