
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
19/10/2024 12:11:44 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან თევზაიასთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობას, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.