
„მეტრო ჰოლდინგმა“ და ქუმსიშვილის კომპანიამ სადაზღვევო კომპანია „კამარა“ იყიდეს
07/02/2020 06:50:11 ეკონომიკა
სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგმა“ და საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კომპანიამ შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სადაზღვევო კომპანია „კამარა“ იყიდეს.
„მოხარული ვართ, მივიღეთ თანხმობა და შევძლებთ ჩვენს პარტნიორთან ერთად წვლილი შევიტანოთ საქართველოში სადაზღვეო სექტორის განვითარებაში. გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი ღია, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესის წარმოებაა გამოცდილ მენეჯერებთან ერთად. კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი) რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი, ბატონი დიმიტრი დაგვთანხმდა და დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“,– განაცხადა „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა.
სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ, თანხმობის მიღებამდე არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გაიარა.
მათ შორის, შესწავლილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირ(ებ)ის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში.
ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს შემდეგს:
· პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
· ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;
· ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;
· არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;