Accentnews.ge
"მგზავრები": სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა

"მგზავრები": სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა

18/10/2024 15:08:05 საზოგადოება

მუსიკალური ჯგუფი "მგზავრები" 20 ოქტომბრის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული პარკის გახსნის ღონისძიება "აპოლიტიკურია" და დაემთხვა ამავე დღეს დაგეგმილ "ევროპის მარშს", "ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი".

“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

17 ოქტომბერს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვისუბნის პარკის გახსნაზე "მგზავრების" კონცერტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია "მგზავრების" ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

"მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერდა ჯგუფი.

ამის შემდეგ თბილისის მერიამ "მგზავრების" გადაწყვეტილება "ლიბერალურ ფაშიზმს" და "ბულინგს დაუკავშირა:

"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს".

ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთეს თბილისის მერმა და პრემიერ-მინისტრმაც.

სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანება, "ჩემი ხმა ევროკავშირს" 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს", გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S